ზოგადად, საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია. როგორი ფეიკიც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიკია მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზეზი არის, რომ ის ჭამს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„რა თქმა უნდა, ყველამ მიიღო დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფეიკია მისი ე.წ. შიმშილობა, ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. ზოგადად, საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია. როგორი ფეიკიც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიკია მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზეზი არის, რომ ის ჭამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.