პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩიხში შესული რადიკალების ნაწილში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.
მისივე თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილეკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, ნებისმიერი დაშანაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.