"სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რათა ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე", მიიჩნევს ფრაქცია "ლელოს“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი. რომელიც "დროს" ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრება სულ უფრო მეტი საფრთხე.
"ხვალ კონსილიუმი შედგება და ამ კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია სრულად უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. სხვა გამოსავალი არ არსებობს", განაცხადა სამადაშვილმა.