"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ელისაშვილის თქმით, ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე, ზურაბიშვილის ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა.
"ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით.!", - წერს ელისაშვილი.