გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ მოეპყრობა ბუნებას, ისე როგორც საპირფარეშოს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, გლაზგოში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კაცობრიობა თვითონ ითხრის სამარეს.
"პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შემდეგ ექვსი წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ საწვავის სახეობების მოპოვებაზე, რაც კაცობრიობას უფსკრულის პირას აყენებს. ჩვენ წინაშეა სერიოზული არჩევანი: ან ამას შევაჩერებთ, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ", - განაცხადა გუტერეშმა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.
"საკმარისია თავი მოვაკვლევინოთ ნახშირბადს. საკმარისია ბუნებას ისე მოვექცეთ, როგორც ტუალეტს. საკმარისია, დავწვათ, გავბურღოთ და გავთხაროთ მიწის სიღრმეში. ასე ჩვენ თვითონვე გავითხრით სამარეს", - თქვა გუტერეშმა.
როგოც გუტერეშმა აღნიშნა, პლანეტა იცვლება ოკეანის სიღრმეებიდან მთის მწვერვალებამდე, მყინვარების დნობიდან დაწყებული ექსტრემალურ ამინდებამდე დამთავრებული.
"ოკეანეები უფრო ცხელია, ვიდრე ოდესმე. ამაზონის ტროპიკული ტყის ნაწილი ახლა მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა, მაგრამ ამ თანხის მიღმა, განვითარებად ქვეყნებს სჭირდება მეტი რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, გამძლეობის ჩამოსაყალიბებლად და მდგრადი განვითარების გასატარებლად", - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია, გლაზგოში 31ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე იმართება. სესიაში 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და აქტივისტები. მსოფლიო ლიდერების შეხვედრა 1-2 ნოემბერს იმართება. სამიტის მსვლელობისას იგეგმება მიიღონ დოკუმენტები სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიღწევის შესახებ.