მერია კერძო სახლების აშენების მსურველებს პროექტებს თავად შესთავაზებს.
ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა პროექტებზე შესაბამისი კონკურსი უკვე გამოაცხადა.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროქტებიდან მერია 40 საუკეთესოს ამოარჩევს და თავის ვებ-გვერდზე განათავსებს.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ქალაქის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე შევიდეს და მისთვის საინტერესო პროექტი უსასყიდლოდ ამოირჩიოს.