თუ რაიმე გეგმა იყო, როგორ დავამარცხოთ "ოცნება", რაღა დღეს მოგვიყვებიან, უფრო ადრე ეთქვათ, მარტივი იქნებოდა, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
"მგონი, უფრო მნიშვნელოვანია, შეცდომებზე ვისწავლოთ და დავფიქრდეთ, რომ ამომრჩეველს იდეა უნდა შევთავაზოთ, როგორ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ. მარტო ის, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ლამაზად გამოვიყურებით, საკმარისი არ არის. თავისთავად აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დღევანდელი აქცია არც კი ვიცი, რა აქციაა. რატომღაც ნიკა მელიას მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს და რავიცი, შესაძლოა, პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. არც მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ, რას იტყვიან. თუ რაღაც აქციები იქნება ზოგადად, იყოს, რატომაც არა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე საპროტესტო აქციას აანონსებს.