დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება, - წერს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი არჩევნების მეორე ტურზე.
“წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.
მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.
მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა”,- წერს სამადაშვილი.