წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო. მოგიწევთ ამ ყველაფრის აღიარება, რადგან ეს არის თბილისის არჩევანი, - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს, ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს და სტაბილურობას.
"2017 წლიდან მოყოლებული ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საზოგადოება არ დამეყო პოლიტიკური ნიშნით - ყველას ვეხმარებოდი, ყველას გვერდით ვედექი და ასე ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას მომდევნო წლების განმავლობაშიც. არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც ავრცელებენ კონკრეტული მედიასაშუალებები. წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო. მოგიწევთ ამ ყველაფრის აღიარება, რადგან ეს არის თბილისის არჩევანი. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს, ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს და სტაბილურობას, რაც სჭირდება ყველაზე მეტად როგორც დედაქალაქს, ისე მთელ საქართველოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.