ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძე 55.78 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44,22 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, 769 უბნიდან დათვლილია 171 (22.23%) უბანი.