საქართველომ თავისუფლება არჩია, ახლა ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, ხმებია დასაცავი და პრეზიდენტი დასახსნელი ტყვეობიდან, წერს სოციალურ ქსელში ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა. მისი განმარტებითვე, ფოთში ყველაფერი კარგადაა.
"ფოთში მაგრადაა საქმე. აქ ეგზიტპოლი არ გაკეთებულა. ჩვენი მონაცემით ფოთის თავზე თავისუფლების დროშა მალე აფრიალდება. ჩვენი კომისიის წევრები გმირულად დგანან. მადლობა მათ", - აცხადებს უგულავა.