საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, აცხადებს, რომ ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს მისცა.
"მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება", - თქვა მარგველაშვილმა.