ველოდებით პროვოკაციებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა, აცხადებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან მხარდაჭერებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ.
„ყოველ ჯერზე, როდესაც კენჭისყრის დღე გვაქვს, ველოდებით პროვოკაციებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება. მხარდამჭერებს კი მოვუწოდებთ, მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, არ მოახდინონ არავითარი არასათანადო რეაგირება. აღბეჭდონ კამერაზე და ატვირთონ სოციალურ ქსელებში“,- განაცხადა კობახიძემ.