20 ნოემბერს, საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავი აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონ სას ივერიაში" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი არსენიშვილი, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში როლანდ მონაში და ევროკომისიის წარმომადგენელი მარტინ კლაუკე პრესკონფერენციას გამართავენ.
მასზე სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე იქნება საუბარი.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლისთავი მსოფლიოში აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. ის ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებს შორის ყველაზე ფართოდ აღიარებული დოკუმენტია, რომელიც 193 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა
.
მასალის გამოყენების პირობები