მიმაჩნია, რომ არანაირად არ შიმშილობს, გადასხმასაც კარგად იღებს, მედიკამენტებსაც იღებს, ასევე თაფლითა და წვენებით იკვებება მშვენივრად, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.
მეტრეველის განცხადებით, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის.
"უკვე ძალიან დავიღალეთ ყოველ წუთს და მთელი დღე ინფორმაციით იმის შესახებ, როგორ არის მიხეილ სააკაშვილი. მიმაჩნია, რომ არანაირად არ შიმშილობს, გადასხმასაც კარგად იღებს, მედიკამენტებსაც იღებს, ასევე თაფლითა და წვენებით იკვებება მშვენივრად. ეს არ არის შიმშილობა. კონსილიუმი შედგა, არაფერი მას არ სჭირს, არც სასიკვდილო და არც ცუდად ყოფნის. ასე რომ, სადაც ბრძანდება, იქ უნდა იყოს. მადლობა თქვას, რომ იმ პირობებში არ არის, რა პირობებშიც თვითონ ჰყავდა ხალხი. არაფერი არ სჭირს მას, რას ჰქვია, კიდევ აქეთ ულტიმატუმებს რომ აყენებს, სამოქალაქო საავადმყოფო უნდა, შესანიშნავი პირობებია. ციხის საავადმყოფო აჩვენეს გუშინ, გადასარევი პირობებია. ასე რომ, სადაც ბრძანდება, მადლობა თქვას და მოიხადოს ის, რაც ეკუთვნის. არავითარი გადაყვანა არ სჭირდება", - თქვა მეტრეველმა.
ამასთან, ია მეტრეველმა საზოგადოებას დღეს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდა.