უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სტარომარიევკაზე კონტროლი აღადგინა.
თავდაპირველად, ეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტულმა ძალებმა გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები სოფელში 25 ოქტომბერს საღამოს შევიდნენ და პოზიციები გაიმყარეს.
სოფელი სტარომარიევკა მდებარეობს სოფელ გრანიტნოიეს მახლობლად, მათ ჰყოფს მდინარე კალმიუსი. ომამდე მათ შორის საავტომობილო ხიდი იყო, მაგრამ 2014 წელს ააფეთქეს. თუმცა ორივე სოფელი საფეხმავლო ხიდით არის დაკავშირებული.
სოფელი სტარომარიევკა შეხების ხაზის ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს.
განახლება [16.11.2021] - მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.