ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას.
"ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა არჩევნების მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი. როგორც გაეცა პასუხი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე, ამ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურებში მათ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი. ამ ყველაფრის შემოქმედი პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს ამომრჩევლის ხმას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.