საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერის"ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუ მას ეს საჭიროება ექნება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული.
"ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.