"საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ", აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა.
"იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.