„დღევანდელი მდგომარობით აქტიური შემთხვევა 46 872-ია, აქედან 5 679 პაციენტი, ანუ საერთო შემთხვევების 12% მკურნალობას ჰოსპიტალში იტარებს, 1 300 პაციენტი კი კოვიდსასტუმროებშია, დანარჩენი ბინაზე რჩება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა", აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი განმარტებით, რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჟანგბადი სჭირდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 1 300-ია, აქედან რეანიმაციაში 269 პაციენტია.
"ვაქცინაციის ე.წ. მარათონი ორშაბათიდან 50 შერჩეულ სოფელში დაიწყო, აქტიურობა არის რიგ სოფლებში, ზოგან - ნაკლები, ზოგან - მეტი, საბოლოო ჯამში, გუშინ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავაც დაბალი მაჩვენებლია და მთავარი პრიორიტეტი ახლა ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, - განაცხადა გაბუნიამ.