საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს განვითარების შემდეგი ეტაპის მთავარი წყარო ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა. პრეზიდენტის შეფასებით, ტურიზმის მიმართულებით უნდა მოხდეს მენტალიტეტის ცვლილება, რადგან საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყანაში ტურისტულ რეგიონად არ ითვლებოდა ისეთი ადგილები, რომლის მსგავსი სილამაზეც პრეზიდენტის შეფასებით, ინდიანა ჯონსის ფილმებშიც კი არ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყვრელში განაცხადა სადაც მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, პოლიტბიუროს წევრებმა "დაუვიწყარმა სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა მოლოტოვმა მიქოიანმა და სხვებმა" თავის დროზე შეადგინეს ტურისტული რუკები, სადაც საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის ყვარელი, სადაც სააკაშვილის თქმით, არის უდიდესი ტურისტული პოტენციალი, ვერ მოხვდნენ.
"ჩვენ ახლა ვართ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენის პროცესში გუშინწინ ვიყავი მე ადგილზე, რომელიც არის ძალიან ლამაზი, მთელი ხეობა არის დინოზავრის ძვლებით შედგენილი, ინდიანა ჯონსის ფილმებშიც არ არის ასეთი სილამაზე , კლდეები, ჩანჩქერები, გამჭვირვალე, ცისფერ-მწვანე მდინარე, ისიც არ იყო რუკებზე თავს ვგრძობ რაღიც სახის ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და არამხოლოდ ორ-სამ რეგიონს, როგორც ეს განსაზღვრეს პოლიტბიუროს წევრებმა რომელთაც იქ ჰქონდათ აგარაკები.