ხვალ, 15 ნოემბერს, სურსათის უვნებლობის, ვეტრინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო "ამბასადორში" ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ვორკშოპი, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, მცენარეთა დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის განხილვას მიეძღვნება.
ვორქშოპის მიზანია, ევროკავშირის კანონმდებლობის განხილვა, მათ შორის, პესტიციდების აღიარება, შემასხურებელი აგრეგატების აღჭურვილობის შესაბამისობა, პესტიციდების მონიტორინგი, ნიმუშების აღება, ინპექტირება.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტები, ასევე ევროკავშირში პესტიციდების გამოყენების საკითხი და მოთხოვნები მცენარEეული პროდუქციის იმპორტირებისას.