დღეს მთელ მსოფლიოში დაღუპულ ბრიტანელ სამხედროებს იხსენებენ. ხსოვნის დღე, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოშიც აღინიშნა.
ღონისძიებას დიპკორპუსისა და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავარი ღონისძიება ლონდონში ტარდება, სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას პატივს სამეფო ოჯახის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები მიაგებენ.
მსგავსი ღონისძიებები მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც ბრიტანეთის საელჩო არსებობს.
ეს თარიღი პირველი მსოფლიო ომის დასრულებას და მშვიდობის გამოცხადებას უკავშირდება.