აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავება წარმოუდგენელი უბედურებაა საქართველოს იმიჯისთვის.
მისი თქმით, ორივე მხარე ჩიხშია შესული და დეესკალაცია აუცილებელია. ეს კი შესაძლოა სააკაშვილის ხელახალი და ამჯერად საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლო პროცესი იყოს.
"ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საშინელებაა . საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი, ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ.
ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს, ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს, ეს დე-ფაქტო იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს.
თუ საქართველოს მთავრობა დარწმუნებულა, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც პატიმრობას მოითხოვს, მაშინ მას სამართლიანი სასამართლოს პროცესის შესაძლებლობა უნდა მისცენ", - თქვა ბრაიზამ.