ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი სიმყარისთვის და რისკებს მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა, შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ვინ დგას ჩვენს კონკურენტად, ვინ არის მეორე მხარეს, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" უწევს, საზოგადოებას შეახსენოს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი.
"როგორც ჩანს, გვიწევს, "ნაცმოძრაობას" მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ საუბრობდნენ. მათი წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ჰიტლერი ახსენოს და უთხრა, როგორ შეიძლება ჰიტლერზე რომ ლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ის შეიძლება ფართო მასშტაბის იყო სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს უნდა დაავიწყდეთ. მე ვფიქრობ, ჩვენს შვილებს ვიდეოკოლაჟითაც უნდა გავახსენოთ. მათ შორის მთელი ამ დღეების განმავლობაში, ხედავთ ციხესთან და სხვაგან გამართულ უამრავ აქციას, სატალევიზიო სივრცეშიც, სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი საერთოდ იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვსი ამბავია", - განაცხადა მდინარაძემ.