რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.