"ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, და კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია
"მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ მობილიზება გაუკეთა რა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას, ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გააღრმავა, თუნდაც ასეთ ვითარებაში "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს და ამიტომ, კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია", - თქვა სამადაშვილმა.