მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, რა გეგმა აქვს შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმიტომ, რომ ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, პოლარიზება ანგრევს ქვეყანას და საზოგადოებას მომავალს ართმევს, ქვეყანაში შექმნილ გარემოში კი, ეს პოლარიზება მხოლოდ მწვავდება.
„დღეს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამ პოლარიზების ხარისხს წარმოუდგენლად აღრმავებს. ამიტომ, ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მარტივი იქნებოდა სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენება, მაგრამ ეს ჩემ ხელთ არ არის და ეს გადაწყვეტილება ცხადია, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.