საქართველოში უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურად აიკრძალა ფაშიზმი, - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან, სადაც სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულებმა აციქა გამართეს.
„ხელისუფლება ამათ ჭიდაობაშია და დროც აღარ რჩება, რამე გააკეთოს. სამუდამო გეკუთვნის. დიდი დრო გექნება და ჯობია დაფიქრდე იმ ბოროტებებზე, რაც გაქვს ჩადენილი, ჩვენნაირ გაუბედურებულ ოჯახებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები, მაგაზე იფიქრო, დღედაღამე ინანიო და დაჩოქილი შეეხვეწო უფალს, რომ გადაგარჩინოს და ჯოჯოხეთში არ მოხვდე. მაგრამ არ აგცდება, რადგან შენ არ ხარ ეგ კაცი, რომ მოინანიო, შენ ხარ პირდაპირ ეშმაკის მიმდევარი და სატანის მოციქული და ვინც შენ მხარს გიჭერს, ისინიც მაგ გზაზე დგანან“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან, ია მეტრეველმა ასევე ისაუბრა საეკლესიო პირებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას ხელი მოაწერეს.
„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურნენ ეკლესიაში მღვდლები, მეუფეები, რამაც ძალიან მატკინა გული. მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შებრალებას, ვითომდა შერიგების მიზნით. რა შერიგებაზეა ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს, რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გასჩენია. პირიქით, ერთი სული აქვს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ… ჩემზე ფიქრობს ალბათ, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი, როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. ალბათ მაგას ფიქრობს. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ქვეყნის ჰყავს გარეთ და ალბათ აქვთ ეს გეგმაც, მაგრამ მეტს ვერაფერს ვეღარ მიზამთ. მე ისედაც მკვდარი ვარ, უბრალოდ ამ მიწაზე ვარ და რომც მომკლათ, მე ჩემს შვილთან წავალ. ასე რომ, ვერაფერს დამაკლებთ, ისე გამანადგურეთ.
სააკაშვილო, გესმოდეს ჩემი ღაღადი, გესმოდეს ჩემნაირად განადგურებული დედების ტირილი, ბოროტო სულო. დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ. საერთო ჭირია, ქვეყანა გაანადგურა. ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს ეს ბოროტება. ვერასდროს ვეღარ მოხვალთ ხელისუფლებაში, ეგ იცოდეთ „ნაცებო“, შეგაკვდებით სიცოცხლის ბოლო წვეთამდე. სამუდამო პატიმრობა მიშას“, – განაცხადა ია მეტრეველმა.