შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობს. მისი თქმით, აღნიშნული ბაზები ეფექტური არ არის, რადგან იქ კორუფციაა გამეფებული და ადგილობრივ ოფიცრებს რუსეთის ინტერესების დაცვის სურვილი არ გააჩნიათ. ამის შესახებ შს მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამხედრო ბაზებში საქართველოს წინააღმდეგ დივერსიებს გეგმავენ და მიუხედავად მათი არაეფექტური საქმიანობისა, ქართულ მხარეს, მაინც ბევრი მუშაობა მართებს, რათა ქვეყნის მტრების გეგმები აღკვეთოს.
"ეს არის ჩვეულებრივი ბაზა, სადაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ დივერსიების დაგეგმვა - პოლიტიკური, ეკონომიკური დესტაბილიზაციის, ქურდობისა და ყაჩაღობის. ეფექტურობა მათი სამხედრო ძალიან მაღალი არ არის. ამის მთავარი მიზეზი არ არის აქტიური მუშოაბა ჩვენ კონტრდაზვერვის და პოლიციის, მთავარი მათი პრობლემა არის კორუფცია, რომელიც იქ გამეფებულია და ნაკლები ინტერესი იქაური ოფიცრების, რომ რუსეთის ინტერესები დაიცვან. ჩვენ გვამრთებს ძალიან ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ თუნდაც არაფექტური, მაგრამ მრავალრიცხოვანი აგრესორების და ჩვენი მოწინააღმდეგე დანაყოფების გეგმები აღვკვეთოთ", - განაცხადა მერაბიშვილმა.