საფრანგეთში მომხდარი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 4 სერიოზულად დაშავდა. ცეცხლი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიჟონში, ცხრასართულიან შენობაში გაჩნდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
სამართალდამცველები ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, მაღალი სართულებიდან გადმოხტა.
შენობიდან 130 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე 93 მეხანძრე მუშაობდა, რომელთაგან 3 კვამლისაგან მოიწამლა.
მასალის გამოყენების პირობები