პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი რუსეთსა და ნატოს შორის "ცივი ომის" შესაძლო დასრულებას სკეპტიკურად უყურებს.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ნატოს დაახლოების პროცესი მართლაც მიმდინარეობს, მის შედეგიანად დასრულებას სკეპტიკურად ვუყურებ. რუსეთი დიდი და გაუთლელი სახელმწიფოა, რომელსაც პოლიტიკაში, ხანხადახან, ევროპისთვის მიუღებელი მიდგომები აქვს. ასე რომ, "ცივი ომის" დასრულება დაიწყება მაშინ, როცა მას, ამ კუთხით, ექნება ისეთივე ხედვა, როგორიც დანარჩენ მსოფლიოს. ლისაბონის სამიტი სასწაულებს ვერ მოახდენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხუციშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელშიც სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ლისაბონის სამიტზე მხარეები "ცივ ომს" დასრულებულად გამოაცხადებენ.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, "რუსეთის შესვლა ნატოში სულ უფრო რეალური ხდება".
"რუსეთის შესვლა ნატოში სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა იქ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ დომინანტური პოზიცია მოსკოვს ექნება - ანუ, რუსეთის შესვლა კი არ მოხდება ნატოში, არამედ ნატოს მიერთება რუსეთთან. სწორედ ამისთვის იბრძვის ახლა მოსკოვი", - განმარტა პოლიტოლოგმა.
აღნიშნულ კონტექსტში, გოგი ხუციშვილი იმასაც აცხადებს, რომ რუსეთისა და ნატოს, რუსეთისა და ევროკავშირის დაახლოება, რისი ტენდენციაც ღიად მიმდინარეობს, "ჩვენს პოლიტიკაში უნდა გავითვალისწინოთ".
"ანუ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მოუგვარებელი შიდაპრობლემები და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებსაც ქმის", - დასძინა მან.