მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია,- აცხადებს "დროს" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც განმარტავს რომ ხვალინდელ აქციას ამ კონტექსტშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ცდება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ - არა. მის მიმართ ჩემი კითხვები და პრეტენზიები იგივე რჩება, რაც ოდესმე მქონია.
მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება არ აქვს კავშირი არც სამართალთან და არც სასამართლო პროცესთან, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",- აღნიშნავს ხოშტარია.
14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.