ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა.
ნესტან კირთაძე, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების შტაბ-ბინაში გამართულ საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაზე, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნესტან კირთაძის შეხვედრები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუნესკოს შტაბ-ბინასა და სორბონას უნივერსიტეტში.
ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება.
საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს პარიზის სხდომა მსოფლიოს მმართველ და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად კავკასიის კონფლიქტების საკითხსაც განიხილავს.
ნესტან კირთაძე საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდება.