აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თამაზ შავაძე, რომელიც დღემდე "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" გენერალური მდივანის თანამდებობას იკავებდა, ამიერიდან მუშაობას აჭარის მთავრობაში გააგრძელებს.
თამაზ შავაძეს სამინისტროს ხაზით ეკონომიკურ საკითხებში კურირებას გაუწევს საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო პროექტებს, რეგიონის ეკონომიკურ სფეროს, აჭარაში მოქმედ ასოციაციებს, სავაჭრო პალატებსა და ბიზნეს გაერთიანებებს.
აღსანიშნავია, რომ შავაძეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. მას სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ეკავა.