სამწუხაროდ ყველანაირი საქმიანობა საქართველოში პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. იმედია ეს წესი შეიცვლება, _ განაცხადა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დარცება თუ არა პოლიტიკაში.
ბერაბიშვილის თქმით, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და "მე სამწუხაროდ არ მინახავს ადამიანი ვინც პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა. იმიტომ რომ 80-იანი წლებიდან ვინც კი პოლიტიკაში იყვნენ მათდა უნებურათ თუ მათი განზრახვით, ისინი კვლავ პოლიტიკაში რჩებიან".
"საერთოდ პოლიტიკა ფართო ცნებაა. ნებისმიერ სოციალური აქტიურობა უკვე პოლიტიკაა. თუ ადამიანს შეხება გაქვს ადამიანებთან უკვე პოლიტიკაა და ძნელია იმის თქმა, რომ მე რაც არ უნდა გავაკეთო, სრულიად უმუშევარი რომ დავრჩე, ირიბად მაინც ჩავითვლები პოლიტიკოსად", _ განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო რეალობაა საქართველოში.
"იმედია შეიცვლება ეს ტრადიცია. ჩვენ ბევრი რამის შეცვლა გვინდა და მათ შორის ამის. რომ ადამიანს შეეძლოს პოლიტიკიდან წასვლა და ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, ის აღარ იყოს პოლიტიკაში. სხვა სოციალური, კულტურული თუ სხვა ტიპის აქტივობა ჩაითვალოს არაპოლიტიკურად. მაგრამ, სამწუხაროდ ყველანაირი საქმიანობა საქართველოში პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. იმედია ეს წესი შეიცვლება", _ განაცხადა მინისტრმა.