საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია, პრეზიდენტის თანამოაზრე და თანაგუნდელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მას პრეზიდენტის ფავორიტად მოიხსენიებენ, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ " ასეთი ფავორიტი საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ათეული ჰყავს"
"ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ. მე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანი. ჩვენ ვართ თანაგუნდელები, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ჩემი მოვალეობისა და ვალდებულებების შესრულებას. მე ვმონაწილოებ იმ გადაყწვეტილების მიღებში, რომელიც დაკაშვირებულია იმ თანამდებობასთან, რომელიც მე მიკავია. ასეთი ფავორიტი საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ათეული ჰყავს", _ განაცხადა მერაბიშვილმა.