ძალიან იშვიათია გადაწყვეტილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას არ ვღებულობ, _ განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერამიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ ვიღებ, არა იმიტომ, რომ მე აკრძალული მაქვს გადაწყვეტილების მიღება, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტს და მე მიგვაჩნია, რომ არის საკითხები, რომელიც ჩემს კომპეტენციას სცილდება", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება უშიშროების საბჭოსა და მთავრობის სხდომებზე, ასევე, არაფორმალურ შეხვედრებზე.
"ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება, ხშირად ბევრ ადამიანთან კონსლულტაციის შემდეგ ", _ განაცხადა მერაბიშვილმა.