ტაივანი თავს არ დახრის ჩინეთის ზეწოლის წინაშე და დაიცავს თავის დემოკრატიას. ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა, პეკინისა და ტაიბეის შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, განაცხადა.
ცაი ინ-ვენის განცხადებით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ტაივანი, მით უფრო იზრდება ზეწოლა ჩინეთის მხრიდან.
ტაივანის ლიდერმა ეს განცხადება ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება გარდაუვალია.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს.
პეკინი არ გამორიცხავს ძალის შესაძლო გამოყენებას გაერთიანების მისაღწევად.
ბოლო დღეების განმავლობაში, პეკინმა საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავები გაგზავნა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პეკინის ეს ნაბიჯი წარმოადგენს გაფრთხილებას ტაივანის ხელისუფლებისთვის.
ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთთან დაძაბულობამ პიკს მიაღწია.