პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნას გადასცემს პატრიარქის მხრიდან.
როგორც ბოტკოველი ამბობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სწორედ პატრიარქის კურთხევით მივიდა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.