"იმ რაოდენობით, რამდენიც მათ უნდათ - 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. მისი განმარტებით, ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია
"უკვე მე ვწყვეტ რა რაოდენობით შევლენ გამომდინარე უსაფრთხოების ნორმებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან. არც ვაპირებ რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მნახველების რაოდენობა. ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები ოჯახის წევრებიც, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია! საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც შეუძლიათ ლობიში ისაუბრონ. როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, - განაცხადა კუჭავამ.