ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია გადაეცა ბენჯამინ ლისტსა და დევიდ მაკმილანს ასიმეტრიული ორგანოკატალიზის მეთოდების შემუშავებისათვის, რომელიც მოლეკულის სინთეზში გამოიყენება.
ბენჯამინ ლისტი მუშაობს მაქს პლანკის ქვანახშირის კვლევის ინსტიტუტში (გერმანია), დევიდ მაკმილანი კი პრისტონის უნივერსიტეტში (აშშ).
ნობელის პრემიის პირველ ლაურეატებს ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ასახელებენ. ორშაბათს პრემია აღნიშნულ სფეროში დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცათ.
სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატების ვინაობა - პრემია მიიღეს სიუკურო მანაბემ, კალუს ჰასელმანმა და ჯორჯო პარიზმა.