ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
მეცნიერებს პრემია სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის გადაეცათ.
"2021 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ერთობლივად გადაეცა დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
ახალი აღმოჩენის თანახმად, სითბომ და სიცივემ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანში ნერვული იმპულსები, რაც მას გარესამყაროს აღქმასა და ადაპტირებაში ეხმარება.
ნობელის პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში მომდევნო დღეებში, 4-დან 11 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.