ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ჯორჯიო პარიზი, კლაუს ჰასელმანი და სიუკურო მანაბე. მათ პრემია რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის გადაეცათ.
მენაბე და ჰასელმანი მიიღებენ პრემიის ერთ ნაწილს ამინდისა და კლიმატის კავშირის მოდელის შექმნისათვის. ჰასელმანის მეთოდები გამოყენებული იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ატმოსფეროში გაზრდილი ტემპერატურა ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული. ხოლო მანაბემ აჩვენა, როგორ იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდილი დონე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის მატებას.
პარიზი მიღებს პრემიის მეორე ნაწილს - უწესრიგო კომპლექსურ მასალებში დამალული სტრუქტურების აღმოჩენისთვის
ამგვარად, ფულადი პრემია 10 მლნ შვედური კრონის (1,14 მლნ დოლარი) ოდენობით ლაურეატებს შორის გაიყოფა.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში დასახელდნენ. პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში მომდევნო დღეებში, 4-დან 11 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.