მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შიშის ობიექტს, ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილს.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს „ვარდების რევოლუციას“ და დიახ, ზოგადად სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შიშის ობიექტს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა მიშასთვის. კარგად იციან, რომ მისი დაუოკებელი ბრძოლის ჟინი, არის ზუსტად ის შიში, რომლითაც შეპყრობილია ეს პატარა დიქტატორი და მისი ყველა მსახური. სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის არის მხნედ, ის არის კარგად, მისი აქ ჩამოსვლა იყო ზუსტად ის, რომ მისთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ეს მიმართვა, რომელიც მართლა გამორჩეულია იმ სიმდაბლით, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად მსახურებს, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ის პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარია ობიექტია.
ჩვენ და თავისუფალი სააკაშვილი გისოსებს მიღმა, აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასასრულის ავანგარდში," - განაცხადა დეკანოიძემ.