"ნაციონალური მოძრაობა" თანდათანობით, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა ქართულ დემოკრატიას სჭირდება.
"მათ გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და ძალიან მძიმე მარცხი იგემეს რეფერენდუმში. ჩვენ 47%-მა დაგვიჭირა მხარი, რაც ნიშნავს მათთვის უმძიმეს მარცხს. ბუნებრივია, ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩვენ 40%-იც არ გვექნებოდა, თუმცა ძალიან მძიმე მარცხი განიცადეს. რაც შეეხება მეორე ტურებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან არის ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა დავამთავროთ ეს დაწყებული საქმე და "ნაციონალური მოძრაობა" თანდათანობით 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან და ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას რა თქმა უნდა", - განაცხადა კობახიძემ.