რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში მეორე ტურის ალბათობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლს, რომლის თანახმადაც კახა კალაძემ 51% მიიღო, 3%-იანი ცდომილება აქვს, "ამიტომ უნდა დაველოდოთ ხმების საბოლოოდ დათვლას".
რაც შეეხება თბილისის ეგზიტპოლს, შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, 51,3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, მეორე ტურის საკითხს რაც შეეხებაა, ცდომილება არის 3% აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია, ასეც და ისეც. ხმების დათვლის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი", - თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ოქმების პარალელური დათვლის შედეგები გაასაჯაროვა.
ოქმების პარალელური დათვლის შედეგები ვებპორტალ elections2021.ge-ზე ქვეყნდება. პორტალზე მონაცემები პერიოდულად განახლდება და დაახლოებით 2-3 საათში არჩევნების შედეგები სრულად იქნება წარმოდგენილი.
კობახიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით ქართულმა ოცნებამ 52,54% აიღო. მისივე განცხადებით, დათვლილია 544 უბანი, რაც საერთო უბნების 14,53-ია.
"ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები. ამ დროისთვის დათვლილია 544 უბანი, ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგნაირი: „ქართული ოცნება“ - 52,54%, „ნაციონალური მოძრაობა“ 29,45%, პარტია „საქართველოსთვის“ 5,71%, სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე მონაცემების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობას" 29.25% აქვს, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" - 5,71%.