იმედია, ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას და მეორე ტურებზე ყველგან გავა, - ამის შესახებ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"იმედია, ოპოზიცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, პროპორციული უკვე მოიგო, არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას (ცხადია, ჩემი აზრით). მეორე ტურებზე, სადაც შედგება, ყველგან გავა.
დაველოდოთ დამკვირვებლების შეფასებებს, მაგრამ, პრინციპულად, ამ უთანასწორო ბრძოლის წესებში, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეცვლილა.
მიუხედავად ამისა, ოცნება დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა", - წერს სამადაშვილი.