პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ზეიმის დრო მორჩა და ახლა საარჩევნო უბნებია დასაცავი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ცოტა ხნით ადრე, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ [Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად] "ქართული ოცნება" დედაქალაქში დაამარცხა.
მისი განცხადებით, მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, ახლა საჭიროა საარჩევნო უბნებში განაწილება ხმების დასაცავად.