პარტია "დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ [Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად] "ქართული ოცნება" დედაქალაქში დაამარცხა. ამის შესახებ მან ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, ახლა საჭიროა საარჩევნო უბნებში განაწილება ხმების დასაცავად.
"ახლა ჩვენი, ყველას ამოცანა არის, დავიცვათ ხმები, უახლოესი ორი საათის განმავლობაში. წარმომიდგენია, აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა ვიშლებით უბნებში, ვიცავთ ხმებს ყველას უბანზე, მოვუწოდებთ დავიცვათ ხმები და ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა.
არ არსებობს „ქართული ოცნების“ კვლევა. მსჯელობასაც კი არ ვაპირებ მათ კვლევებზე. ერთადერთი სანდო ჩვენ, რაც მოვისმინეთ ახლა, არის იფსოს კვლევა. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი. ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს ეშინია ხოლმე კვლევაზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.